ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა – არავის სურდა თქვენი დაბრუნება 90-იან წლებში, სიღარიბის ეპოქაში, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ ომი არ დაიწყო, ბევრი თქვენგანი ჯერ ვერ გრძნობს, რა ელოდება

Read Time:1 Minute, 27 Second

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ზელენსკიმ ისაუბრა რუსი სამხედროების მიერ ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცების საკითხზე. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ტერორის ახალ მეთოდებზე გადავიდნენ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ.

„რუსი დამპყრობლების ქმედებები გაუთანაბრდება „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებს და თუკი თქვენ „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავს ტერორისტებად იქცევით, რა აზრი ექნება თქვენთან ლაპარაკს? ამ კითხვას ასევე დავუსვამთ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ჰუმანიტარული დერეფნების საკითხზე. მისი თქმით, გასულ დღეს 7 144 სიცოცხლე გადაარჩინეს სხვადასხვა ქალაქიდან ხალხის გაყვანით და ალყაშემორტყმული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი ტყვეების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობამ იმ ნიშნულს მიაღწია, რომ საჭირო გახდა სამხედრო ტყვეების საკითხებში საკოორდინაციო შტაბის შექმნა. მან რუსი სამხედროების დედებს მიმართა და სთხოვა მათ, იღონონ ყველაფერი, რომ მათი შვილები უკრაინაში არ გაუშვან, რადგან სიკვდილი ან ტყვედ ჩავარდნა ელოდებათ.

მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელზეც აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები განიხილა. სანქციებიდან მან ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მიერ რუსეთში დოლარის კუპიურების ექსპორტისა და მიწოდების აკრძალვაზე და რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტაზე. მისი თქმით, ეს სანქციები პირველ რიგში რუს ხალხზე იმოქმედებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ ყავს და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს წინააღმდეგ ომის დაწყებით რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყანა გლობალური მსოფლიოს მიღმა დააყენა. ეს თვითიზოლაციაა, თავის დამცირება და თვითგანადგურება. არც ერთ ქვეყანას არ სურდა ცუდი ჩვეულებრივი რუსი ხალხისთვის, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ ომი არ დაიწყო საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. არავის სურდა თქვენი 90-იან წლებში დაბრუნება, სიღარიბის და უთანასწორობის ეპოქაში. პროპაგანდისტების გამოყენებით ბევრი თქვენგანი ჯერ ვერ გრძნობს, რა ელოდება. ჩემი რჩევაა, მოძებნოთ ყველა ხერხი, რომ მოიპოვით მართებული ინფორმაცია. გაუფრთხილდით თქვენ სმარტფონებს და კომპიუტერებს. ისინი შეამოწმებენ, რას ინახავთ მათში. მე გაფრთხილებთ: ისწავლეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ რეპრესიებს, რომლის გაზრდასაც თქვენი ხელისუფლება გეგმავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ზაქარაშვილი: ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს უკრაინის ზოგიერთი ქალაქიდან გამოსვლაში და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაში
Next post ომი უკრაინაში მთელ მსოფლიოზე მოახდენს გავლენას