ომი უკრაინაში მთელ მსოფლიოზე მოახდენს გავლენას

Read Time:1 Minute, 43 Second

უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტმა უკვე მოახდინა სერიოზული
გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე. აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებული ომმა
ათეულობით ქვეყანაში გამოიწვია საქონელის გაძვირება. საქმე არამარტო
ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაძვირებას ეხება, რომლის ერთერთი მთავარი
იმპორტიორიც რუსეთი გახლავთ.
მრავალ ქვეყანაში უკვე იგრძნობა დაწყებული კონფლიქტის შედეგები. უკრაინა
მსოფლიოს საკვების პროდუქტების ბაზარზე ერთერთი მთავარი მიმწოდებელი
იყო.
უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ომის დაწყებამდე მოხმარებული
ხორბლის 30 პროცენტს აწოდებდა. დღეისათვის ბაზარზე ხორბლის ფასი უკვე 30
პროცენტით გაიზარდა. ბევრმა ქვეყანამ უკვე აღიარა, რომ რამდენჯერმე
გაიზრდება პურის, ფქვილის და პირუტყვის საკვების ფასი. ომის დაწყებამდე
ისრაელი საკუთარი ხორბლის მოთხოვნილებას, სწორედ უკრაინისა და რუსეთის
ხორბლით ინაზღაურებდა.
ისრაელის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ 9 მარტს უკვე გააფრთხილა
მოსახლეობა, რომ პასექის მოახლოებული დრესასწაულისათვის ხორბლისაგან
წარმოებულ პროდუქციაზე ფასი 18 პროცენტით, ხოლო შემდეგ, კი 50
პროცენტით გაიზრდება.
ომის გამო სხვა ქვეყნებიდან ხორბლისა და ფქვილის შემოტანას პრობლემები
შეიქმნა. მაგ.: უნგრეთმა უკვე უარი თქვა ხორბლისა და ფქვილის ქვეყნიდან
გატანაზე. ამის მიზეზი ხორბლისა და ფქვილის სტრატეგიულ საქონელის რიგში
აყვანა გახდა. უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლება საკუთარ მარაგს
ამზადებს. უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება მსოფლიოში ხორბლეულის
სერიოზულ დეფიციტს შექმნის თვლიან ეკონომიკური ექსპერტები.
დღეს ისრაელის მთავრობა ხორბლეულის შეძენის ახალ, ალტერნატიულ ბაზრებს
ეძებს, რადგან ქვეყანაში მხოლოდ 2-3 თვის მარაგია დარჩენილი.
საბრძოლო მოქმედებები სერიოზულ გავლენას იქონიებს მსოფლიოს საკვების
ბაზარზე. უკრაინას ომამდე 44 მილიონიანი მოსახლეობით შეეძლო 700 მილიონი
ადამიანის გამოკვება სოფლის მეურნეობის პროდუქციით.
უკრაინა მსოფლიო ბაზარზე მეორე ადგილს იკავებდა ქერის, მესამე ადგილს
სიმინდის, მეოთხე ადგილს კარტოფილის კულტურების მოყვანაში. აგრეთვე ის
მზესუმზირის ზეთის ერთერთი მთავარი მწარმოებელი გახლდათ. ომამდე
უკრაინაში 2,5 მილიარდი ტონა ხორბლეული ინახებოდა. უკრაინა აგრეთვე
ევროპაში ქათმის კვერცხის მწარმოებელი გახლდათ. ეს პროდუქტები ისრაელის

სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტის ძირითადი შემადგენელი იყო. ამიტომ
ქვეყანაში რამდენიმე ხანში აუცილებლად მოხდება გაძვირება.
უკრაინაში საერთაშორისო გადაზიდვების დანგრეული მექანიზმი და
განადგურებული ეკონომიკა ექსპერტების აზრით უახლოეს ხანში აისახება სხვა
ქვეყნების ეკონომიკებზე. პირველ რიგში ეს შეეხება ევროპის ქვეყნებს, სადაც
უკვე დაიწყო პროდუქტებისა და საწვავის გაძვირების პროცესი. ისრაელი
გამონაკლისს არ წარმოადგენს, რადგან ქვეყანა მყარადაა ინტეგრირებული
მსოფლიო ეკონომიკაში.
ევროპის ქვეყნებს პრობლემები უკრაინული რკინისა, ქვანახშირის, ურანის,
ვერცხლისწყლის, ტიტანის მიწოდების პრობლემებიც შეექმნა. ეს კი მრავალი
ერვროპული საწარმოს გაჩერებას და უმუშევრობას გამოიწვევს.
უკრაინაში მიმდინარე კომფლიქტი მსოფლიოს ეკონომიკის გადაწყობას
გამოიწვევს. ამას ადასტურებს ისრაელში მრავალი ეკონომიკური ექსპერტი.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმი
ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში. ჰაიმ ზაჰის ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა – არავის სურდა თქვენი დაბრუნება 90-იან წლებში, სიღარიბის ეპოქაში, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ ომი არ დაიწყო, ბევრი თქვენგანი ჯერ ვერ გრძნობს, რა ელოდება
Next post დონალდ ტრამპი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია