გიორგი ზაქარაშვილი: ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს უკრაინის ზოგიერთი ქალაქიდან გამოსვლაში და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაში

Read Time:1 Minute, 21 Second

თუ მოქალაქეები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ხედავენ, რომ იმ ადგილს, სადაც ცხოვრობენ, ამ მომენტისთვის არ ემუქრება საფრთხე, შესაძლებელია, ჯობდეს სახლში დარჩენა, რადგან გადაადგილება გართულებულია, – ამის შესახებ „დილის შოუში“ ჩართვისას საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობენ, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს, რათა მათ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ლვოვი-ვარშავის მიმართულებით მოძრაობს ავტობუსი, რომლის საშუალებით საქართველოს მოქალაქეები უკრაინიდან გაჰყავთ.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს როგორც უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანაში, ასევე ზოგიერთი ქალაქიდან გამოყვანაში და შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაში. ცხადია, ეს ხდება სატელეფონო რეჟიმში, თუმცა, ასევე გვაქვს ავტობუსი, რომელიც ლვოვი-ვარშავის მიმართულებით მოძრაობს. 6 დღის განმავლობაში ყოველდღე მოძრაობდა, დღეს ერთი რეისი გადის და სავარაუდოდ, შემდეგი რეისი გვექნება 15 მარტს.

როგორც აღვნიშნე, საელჩო არის საგანგებო რეჟიმში. ვეხმარებით მოქალაქეებს კიევში. აგრძელებს მუშაობას გენერალური საკონსულო ოდესაში და ასევე ამუშავდა საკონსულო პუნქტი ლვოვში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, დატოვონ უკრაინის ტერიტორია“, – განაცხადა ელჩმა.

ზაქარაშვილმა ასევე ურჩია მოქალაქეებს, თუ აუცილებლობა არ არის, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში და არ დატოვონ ტერიტორია.

„თუ ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ხედავენ, რომ იმ ადგილს, სადაც ცხოვრობენ, ამ მომენტისთვის არ ემუქრება საფრთხე, შესაძლებელია, ჯობდეს სახლში დარჩენა, რადგან გადაადგილება გართულებულია, როგორც იცით, რთული ვითარებაა საზღვრებზე. დატოვება შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ რთული გზაა შემდეგ საქართველომდე. იცით, რთული ჰუმანიტარული ვითარებაა ლვოვსა და ლვოვის ოლქში. ასევე, ვარშავამ და კრაკოვმა განაცხადეს, რომ ისინი მივიდნენ იმ ზღვარზე, სადაც შეუძლიათ ლტოლვილების მიღება და მეტის გაკეთება მათ არ შეუძლიათ. ეს ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია, მაგრამ არსებობს ცხელი წერტილები, საიდანაც მიზანშეწონილია გამოსვლა თუ ამის შესაძლებლობა არის“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მარიოპოლისში, თუმცა კავშირი მათთან არ არის. ელჩმა აღნიშნა, რომ თუ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება, მათ უსაფრთხო ადგილზე გაიყვანენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიტანული დაზვერვა: რუსი ოკუპანტები კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში იმყოფებიან
Next post ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა – არავის სურდა თქვენი დაბრუნება 90-იან წლებში, სიღარიბის ეპოქაში, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ ომი არ დაიწყო, ბევრი თქვენგანი ჯერ ვერ გრძნობს, რა ელოდება