ბრიტანული დაზვერვა: რუსი ოკუპანტები კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში იმყოფებიან

Read Time:23 Second

ბრიტანული დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარი უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში იმყოფება.

მათივე ცნობით, ამჟამად ბრძოლები კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით მიმდინარეობს. ბრიტანულ დაზვერვაში აცხადებენ, რომ კიევის ჩრდილოეთით დისლოცირებული დიდი რუსული სამხედრო კოლონის ნაწილები გაიფანტა, რაც შეიძლება ქალაქის ალყაში მოქცევისთვის მზადებას ნიშნავდეს.

ამასთანავე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ამჟამად კიევი ალყაში არაა მოქცეული, ყველა საჭირო პროდუქტის, მედიკამენტისა და საწვავის მიწოდება უზრუნველყოფილია. კიევის მერია, სამხედროებთან და ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად ქალაქის გამაგრებაზე მუშაობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ რუსეთის ბაზარს ტოვებს
Next post გიორგი ზაქარაშვილი: ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს უკრაინის ზოგიერთი ქალაქიდან გამოსვლაში და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაში