ვლადიმირ ზელენსკი ელჩ ვადიმ პრისტაიკოს ნატო-სთან დაკავშირებულ განცხადებაზე – ჩვენ უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც თავად ავირჩიეთ, ვნახავთ, სად მივა ეს გზა

Read Time:51 Second

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს, მაგრამ რამდენიმე სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებულ რისკებზე მიუთითებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენი ელჩის განცხადებას, კულებას პასუხი იყო ოფიციალური და არსებითი. ჩვენ ეს ყველაფერი სწორად გავიგეთ თუ არა? მის ნათქვამში გარკვეულ დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. დღეს ზოგიერთი ლიდერი ოდნავ მიანიშნებს უკრაინას, რომ კარგია, არ გარისკო და მუდმივად კითხვები არ წამოაყენო ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან ეს რისკები რუსეთის ფედერაციის რეაქციასთან არის დაკავშირებული. მე მეჩვენება, რომ ამას უკვე არავინ მალავს და ჩვენც უნდა ვიყოთ გულწრფელები, ეს გადაწყვეტილება ჩვენზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინამ უნდა იაროს იმ გზით, რომელიც თავად აირჩია.

„რჩება საკითხი გზის თაობაზე, როდემდე უნდა გაჰყვეს უკრაინა ამ გზას და ვინ დაგვიჭერს მხარს ამ გზაზე. ან იქნებ, ღია კარების საკითხი მართლაც ასეთი ოცნებაა ჩვენთვის და არავინ იცის, იქ როდის ვიქნებით. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზაზე, რომელიც თავად ავირჩიეთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ჯარი ძლიერია და სად მივა ეს გზა – ვნახავთ“, – დაამატა ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამთა მეგრელიშვილი: კახა კალაძის წინააღმდეგ რუსული ძალა ჩაერთო, ამჯერად უკანონო მშენებლობების მფარველად ლადო სადღობელაშვილი და მისი ორგანიზაცია მოგვევლინა
Next post თეა წულუკიანი – გახარიას პარტია რეალურად არის „გახარია ნაცებისთვის“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ეს დესტრუქციულად ქცეული პოლიტიკური ძალა გააცოცხლოს