ვლადიმერ ჩაჩიბაია: „გირჩი“ სახელმწიფოს მოუწოდებს შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული

Read Time:39 Second

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ ახალწვეულთა მიმართ გაკეთებული შეფასება გააკრიტიკა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით, ქართველი ჯარისკაცის ღირსებებზე ისაუბრა.

„ჩვენნაირმა ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, უნდა იფიქროს ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე და მას ვერ განვახორციელებთ თუ არ იქნება ახალწვეულის სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება და წინააღმდეგობის გაწევის პრინციპებზე სახელმწიფოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება. თქვენ (პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“) მოუწოდებთ სახელმწიფოს შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ თქვენი პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული. ვერ მივესალმები იმას, რომ თქვენ ჯარისკაცებს უწოდოთ „მონები“. ჩვენი ჯარისკაცები ღირსეული ადამიანები არიან, ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს და მიუხედავად მათი ასაკისა, ძალიან ბევრს აკეთებენ. ადამიანი, რომელიც სამხედრო სამსახურში მიდის, იქ სწავლობს დისციპლინას და პასუხისმგებლობას და ჩვენ ვიღებთ ჯანსაღი საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე: მინდა ვკითხო მათ – როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ
Next post თამარ ჩარკვიანი: სევდიანად მეცინება, მსხვილი ოპო პარტია 37%-იდან 6%-ზე დაიყვანეს