დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე: მინდა ვკითხო მათ – როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ

Read Time:1 Minute, 37 Second

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან საუბარი თურქი და სირიელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს მივუსამძიმრო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს თურქეთს და ასევე სირიას შემზარავი ტრაგედიის გამო. ვუსურვებ მსოფლიოს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს ენახოს.

სანამ კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებ, მსურს გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის განცხადებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. მინდა ვკითხო მათ – როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ.

ახლა კი ბოლო პერიოდის მთავარ თემას მსურს შევეხო, ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას საქართველოს მიერ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე. კარგია, რომ მათი შეფასება დადებითია, თუმცა, გაუგებარია რამდენიმე საკითხი, მაგალითად: ვერ გავიგეთ, რანაირად შეიძლება იყოს სასამართლოს, ადამიანის უფლებების და მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებები ტექნიკური? თუ ამ შეფასებებს მივყვებით, გამოდის, რომ უკრაინას სოფლის მეურნეობაში უკეთესი მაჩვენებლებისთვის მისცეს სტატუსი.

ამ შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქმის არაფერი შეცვლილა. საქართველოს მაშინაც ეკუთვნოდა სტატუსი და მითუმეტეს, ეკუთვნის ახლაც.

რა მოლოდინები გვაქვს და იქნება თუ არა სუბიექტური კვლავ მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითაც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემას ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს საკუთარ იმიჯს.

უკრაინის ომმა ბევრი რამ დაგვანახა, ბევრ რამეს ახადა ფარდა და დაარქვა შესაბამისი სახელი. ყველამ დავინახეთ, რომ თუკი რუსეთი უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრით ვერ ძღება, დასავლეთი დემოკრატიის სახელით ცდილობს მშვიდად და აუღელვებლად გაანადგუროს სახელმწიფოები, ვინც მას არ ემორჩილება. საქართველოსთვის ორივე მტრობაა. მტრობაა ის, როდესაც სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ ლობისტური კომპანიებით ნაყიდი ევროპარლამენტარები ქვეყანაში მკვლელი რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ. მტრობაა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და ზეწოლა ეგრეთწოდებული დემოკრატიით.

არ ვიცით ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო ერთი რამ – საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა და დიდხანს რომ არ გაუგრძელდეთ ეს სახიფათო თამაში, შევახსენებთ ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა დრეს შენიღბული ფარია: – საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ჩვენ არ შევწყვეტთ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რაც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქართველი ხალხი გაუძლებს ამ რყევებსაც და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი გზით განვითარებისკენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე
Next post ვლადიმერ ჩაჩიბაია: „გირჩი“ სახელმწიფოს მოუწოდებს შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული