ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა უკრაინასთან ომში ჯერ თავის მიზნებს ვერ მიაღწია

Read Time:56 Second

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მისივე თქმით,  2014 წელს,  რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა ყირიმი თავის დაცვის ქვეშ აეღო. ამის შესახებ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუსას ილაპარაკა.

უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია დენაციფიკაცია, რომელიც ითვალისწინებს „ყველა  ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას“.

რუსმა დიქტატორმა ასევე თქვა, რომ „ომი უკრაინამ დაიწყო და რუსეთის მიზანია მისი შეჩერება“.

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის საკითხზე კარლსონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუბრუნებს ყირიმს უკრაინას მშვიდობის მისაღწევად.

ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 2014 წელს „იძულებული გახდა ყირიმი თავისი დაცვის ქვეშ მიეღო, რადგან ნახევარკუნძული საფრთხის ქვეშ იყო“.

პუტინმა კარლსონთან ინტერვიუში გაიმეორა რუსული პროპაგანდის ყველა ცნობილი ნარატივი, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით.

პუტინის თქმით, მოლაპარაკებები რუსეთის ინიციატივით არ დასრულებულა.

მისივე თქმით, მას ევროპელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ კიევიდან რუსეთის ჯარები უნდა გასულიყვნენ, რადგან უკრაინა ხელს არ მოაწერდა შეთანხმებას. „მე ვთქვი, კარგი და ჩვენ გამოვიყვანეთ ჯარები კიევიდან“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს შეთანხმებაზე, რომელსაც სტამბოლში მიაღწიეს და დაიწყეს მზადება  ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის აშშ-სა და მისი ევროპელი მხარდამჭერების დახმარებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი:„ნაცმოძრაობის“ ფილიალებია გვარამიას თუ მელიას ახალი გაერთიანებები
Next post ირაკლი ზარქუა – რა დროს მელიას პოლიტიკაა, ხაბეს ჩამოგდებული ლიდერი არ გაიშვას