ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც ნიუ-იორკის საუკეთესო პოლიციელად დასახელდა

Read Time:53 Second

“როდესაც შევიტყე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა უნდა დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიციელისთვის”, – აღნიშნავს გიორგი.

გიორგი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 2009 წელს კი თბილისიდან ნიუ-ჯერსის შტატში გაემგზავრა და სკოლა იქ დაამთავრა. როგორც თავად იხსენებს, საქართველოდან საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა მისთვის დიდი ცვლილება იყო, რადგან ახალ გარემოსთან შეგუება მოუწია. თავდაპირველად სპორტით დაკავდა.

“მოზარდის უცხო გარემოში მოხვედრა ადვილი საქმე არაა, თუმცა ამაში მე ფეხბურთი დამეხმარა. ნიუ-ჯერსის შტატში, სკოლის გუნდში ვთამაშობდი და პირველი წარმატებაც სწორედ აქ ვიგემე – პირველად, არსებობის ისტორიაში ჩვენ შტატის ჩემპიონები გავხდით! ეს სკოლისთვის დიდი მიღწევა იყო და სიხარულით აღინიშნა კიდეც. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე. ახლა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი ვარ. მომავალში მინდა, დეტექტივი გავხდე და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გავაგრძელო სწავლა”, – აღნიშნავს გიორგი ერისთავი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არ მინდა,ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ახალი წერილი და მუქარა მივიღე – ინგა გრიგოლია
Next post ამ საუბრის შემდეგ, 40 წუთში გავიგე რომ ლაშა გარდაიცვალა – ჩემში რევოლუცია მოხდა – ილო ბეროშვილი ნარკოტიკების მოხმარებაზე