ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

Read Time:23 Second

ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ქეთევან მირიანაშვილი შსს-მ 19 დეკემბერს დააკავა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის ცენტრალური საავადმყოფოს კარდეოლოგიურ განყოფილებაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს, სადაც დღეს ბრალი წარედგინა.

მირიანაშვილი ჯერ სტაციონარში რჩება. მკურნალი ექიმის, ნინო ფურცელაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ყოჩაღ, ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიცია გაბრწყინდება
Next post ელენე ხოშტარია – შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ