ელენე ხოშტარია – შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ

Read Time:53 Second

თქვენი კითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია, არასდროს გვეშინოდა, რადგან ლოგიკურად საკმაოდ სუსტად მსჯელობთ, – ასე უპასუხა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლების რეპლიკას პარლამენტის სხდომაზე.

საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში რეპლიკები ხორავას ქუჩისა და ზაზა სარალიძის შესახებ ირაკლი აბესაძის კითხვაზე გახარიას პასუხს მოჰყვა.

გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძების შესახებ საპარლამენტო უმცირესობას შინაარსობრივი საუბარი შესთავაზა.

„როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ. შეგიძლიათ, გააგრძელოთ, მე გთავაზობთ შინაარსობრივ საუბარს, სად წახვალთ ამ ფსევდოინტელექტუალური უმიზნო და აბსულუტურად უაზრო დებატებით. გთავაზობთ ერთ რამეს, შინაარსობრივ კონტექტსში არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია, არასოდეს გვეშინოდა, რადგან ლოგიკურად საკმაოდ სუსტად მსჯელობთ. ის, რაც თქვენ გააკეთეთ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ამ პარლამენტისა და საქმისთვის უდიდესი წარუმატებლობა იყო“, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის ამ განცხადებას დარბაზიდან დეპუტატ ელენე ხოშტარიას პასუხი მოჰყვა, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, სად არის დავით სარალიძის მკვლელი და რას პასუხობს ზაზა სარალიძეს, რომელიც პარლამენტის დარბაზში იმყოფება.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ. საერთოდ შინაარსი ვერ გამოვიტანე, რას ლაპარაკობთ. ან მკვლელი სად არის, ან რას აპირებთ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
Next post ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი – საუკეთესო ქართველო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა