0 0
Read Time:46 Second

საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს და ესეც მოვისმინეთ… – ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებას.

“თუმცა, გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ ვინც ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთიანობისკენ მოწოდებებით პრანჭიკელაობს, იმას ევროპა კი არა ქვეყნის დაქცევა უნდა!”- წერს ვასილ მაღლაფერიძე “ფეისბუკში” .

ცნობისთვის, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას იწუნებს.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა.

„დემოკრატიასაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რა საკვირველია. მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება“, – მიიჩნევს ალასანია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები