სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისის აეროპორტი ივლისში 519 275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29%-ით მეტია, ხოლო ბათუმის აეროპორტმა წინა წელთან შედარებით 48%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა. ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც 2024 წლის 7 თვეში მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაიზარდა როგორც სიხშირეები, ისე მიმართულებები ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდულ ზრდაზე აისახა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი ევროპული მიმართულებით ხდება ფრენების ოპერირება.

„ქუთაისში 30-მდე მიმართულება გვაქვს ევროპული, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის დივერსიფიკაციაზე და ზრდის ევროპელი ტურისტების წილს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა აქტივობის განხორციელებას კერძო სექტორთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების მდგრადობა,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანოს ახალი ავიაკომპანიები, გაიზარდოს ფრენის სიხშირეები იმ მიმართულებებზე, რომლებიც გამოირჩევა სტრატეგიულობით. მარიამ ქვრივიშვილმა დაასახელა ავსტრიის ავიახაზები, რომელიც ასრულებს ფრენებს ვენა – თბილისის მიმართულებით, ასევე ავიაკომპანია „ტრანსავია“, რომელიც ასრულებს რეისებს ამსტერდამსა და თბილისს შორის.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ზაფხულის ტურიზმის სექტორი საქართველოში და მას წარმატებული უწოდა. მისი თქმით, ქვეყანამ შემოსავლის სახით ტურიზმიდან ისტორიული მაქსიმუმი მიიღო, რაც, 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, 1,9 მლრდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.

„ეს მაჩვენებლები პირდაპირაა დაკავშირებული სამიზნე ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს მთავრობა აწარმოებს როგორც ტურიზმის, ისე სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვაწარმოებთ საერთაშორისო არეალზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი: არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს და თუ ვინმეს წარმოდგენა გაქვთ, რომ ეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რომ დონორობა ქველმოქმედება არ არის და ის ყოველთვის კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.შალვა პაპუაშვილმა პარიზის დეკლარაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ დონორის და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა უნდა იყოს."რა თქმა უნდა, არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს. ეს წარმოდგენა თუ გაქვთ, რომ ვინმეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესების განხორციელება. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის ინტერესები - გერმანია იქნება, საფრანგეთი თუ ა.შ. შეიძლება ემთხვეოდეს ამ ქვეყნის ინტერესებს. ამას საუბრობს ზუსტად პარიზის დეკლარაცია, როდესაც ამბობს, რომ უნდა იყოს დონორისა და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა. დონორებმა უნდა შეუსაბამონ თავისი პროექტები და მიზნები პარტნიორი ქვეყნის მიზნებს და ეს არის მთელი ამოცანა დახმარების და თანამშრომლობის. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული, რომ იმ ქვეყნის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს ეს თანხა, იყოს შესაბამისობაში ამ ქვეყნის ინტერესთან და ასე განხორციელდეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

რესპუბლიკის მოედანზე ხიდიდან ახალგაზრდა გადავარდა – მომხდარის დეტალები

დღეს რესპუბლიკის მოედანზე, ხიდიდან ახალგაზრდა გადავარდა.მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საკონტროლო გასროლა განახორციელა…“

რუსეთში, ვორონეჟის საოლქო სასამართლოში, 49 წლის „კანონიერი ქურდის“, არმან ჯანინიანის, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.მას „კრიმინალურ იერარქიაში“ უმაღლესი მდგომარეობის დაკავებასა და 2023 წელს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, გამოძიების ვერსიით, ჯანინიანმა „კრიმინალური დაჯგუფებების“ ე.წ. საერთო სალაროს განმკარგველის მკვლელობა შეუკვეთა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა მსხვერპლს გაქცევის მცდელობისას ზურგში ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადებასა და ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით სამივემ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა.არმან ჯანინიანი კრიმინალურ წრეებში 1990-იანი წლებიდანაა ცნობილი. ის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს კი ყაჩაღობის, გამოძალვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.მედიის ცნობით, ჯანინიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენის გამოტანა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.ფოტოზე: აილაზ ალოიანი (გუდრონი) და არმან ჯანინიანი (კალუჟსკი)

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა.მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა, თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.326 წელს საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება.მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო) გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700″, ხოლო ჯვრის ქვემოთ – საიუბილეო ციფრი „1700“ სტილიზებული სახით. ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით – ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი „1700“ ოქროსფერია.მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები: „საქართველო 2026 GEORGIA“.წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – ჩემთვის პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, დავადასტურეთ მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის,  ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.

ბოლო სიახლეები