ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმ „შინდისს“ გადაეცა

Read Time:24 Second

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის  გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისს“ გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზეა. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. აღსანიშნავია, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია
Next post დიმიტრი ხუნდაძე – თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ საღამოს