დიმიტრი ხუნდაძე – თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ საღამოს

Read Time:30 Second

თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად. ერთი შემიძლია გითხრათ, იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო გუშინ საღამოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ 2016 წელში ჰქონდა და მას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ არ მიუღია. მისი თქმით, ის კომპრომისზე ორჯერ წავიდა.

„არ მინდა, საკითხი დადგეს ისე, რომ დავიწყოთ ხმების რაოდენობით გუნდში ჭიდაობა. მინდა, რომ საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ის საფრთხეები ვაჩვენო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი მაჟორიტარია, რომელმაც გუშინ კითხვები დასვა პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმ „შინდისს“ გადაეცა
Next post დავით ბაქრაძე – თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ოპოზიციას და მოქალაქეებს სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები რადიკალური მიმართულებით წავა