დავით ბაქრაძე – თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ოპოზიციას და მოქალაქეებს სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები რადიკალური მიმართულებით წავა
„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ არ მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიცია და საზოგადოება ქუჩაში გამოვა და პროცესები უკიდურესად რადიკალური მიმართულებით წავა. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროპორციულს სისტემაზე არგადასვლა მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკურ სივრცეს.
„ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის „ევროპული საქართველოს” განზრახვა და ჩვენი ამოცანაა სწორედ საარჩევნო სივრცეში და საარჩევნო გზით დავამარცხოთ „ქართული ოცნება”. ბურთი ახლა არის „ქართული ოცნების” მხარეს და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ვიმეორებ, თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებას, მოქალაქეებს, სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომ არ დაუშვას ასეთი განვითარება და დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პირველ მოსმენაზე, ისევე როგორც ყველა მოსმენაზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კერძო ინტერესები და პარლამენტში მოხვედრა „ქართული ოცნებისთვის” უფრო მნიშვნელოვანია.
„აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლიანობა ქვეყნის წინაშე განისაზღვრება იმით, რომ ასეთი ფუნდამენტური დაპირება უნდა შესრულდეს. „ქართულმა ოცნებამ” გუშინ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ერთი მხრივ პოლიტიკური უმწიფრობა და მეორე მხრივ ის, რომ მათი კერძო ინტერესები და პარლამენტში მოხვედრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა, ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ნორმალური განვითარება”,- განაცხადა ბაქრაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...