ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

Read Time:41 Second

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს,
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ. იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია ოდესმე შევძლებ ,რომ ყველაფერი გითხრათ ყველას“ -წერს სპორტსმენი.

ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი: არ შეიძლება იმ შეთანხმებაში იყო, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე
Next post არჩილ თალაკვაძე: შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად ამ დრომდე მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა