არჩილ თალაკვაძე: შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად ამ დრომდე მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა

Read Time:26 Second

შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად ამ დრომდე მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა ბოლოს უკვე პრაქტიკულად ცალმხრივ რეჟიმში, როდესაც ხელმომწერმა პარტიებმაც კი არ დაუჭირეს იმ ინიციატივებს, რომელიც მიშელის შეთანხმებითა და მათი მოთხოვნით იყო ჩადებული, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური სისტემა უკიდურეს პოლარიზაციას მიმართავდა.

„ნაციონალური მოძრაობამ“ გაზარდა რადიკალიზაციის ხარისხი, გაზარდა დაპირისპირება, სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა და ამ დოკუმენტზე ხელის არმოწერით მან რა თქმა უნდა, ომი გამოუცხადა პირველ რიგში საზოგადოებასა და ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
Next post მიხეილ სააკაშვილი: ვალდებულებას, ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ