ვაჟა სირაძე: ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია

Read Time:28 Second

ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გავრცელდა კიდეც მედიასაშუალებებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებს მოგახსენებთ მოგვიანებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი შეიტანეს
Next post დუშეთში სოფელ პირმისაანთკარის სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს