დუშეთში სოფელ პირმისაანთკარის სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

Read Time:41 Second

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მალე განახლებულ შენობაში ისწავლიან. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენობის სრული რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს.

სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო ნარიმანიძემ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან და დუშეთის საგანმამათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

„სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ახალი სასწავლო წლიდან პირმისაანთკარში მცხოვრები ბავშვები ახალ თანამედროვე სახის შენობასა და საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას, განათლების მიღება თანამედროვე გარემოში ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“,-განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

სოფელ პირმისანთკარის საჯარო სკოლას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია, ათეული წლების განმავლობაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამორტიზებულ გარემოში უხდებოდათ სწავლა და მუშაობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვაჟა სირაძე: ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია
Next post არჩილ თალაკვაძე: ჩატარებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური პოლიტიკური მმართველობა შევთავაზოთ