BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი შეიტანეს

Read Time:29 Second

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში შეიტანეს.

„ჩვენს პირველ განაცხადს ვაგზავნით აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის დასარეგისტრირებლად“, – განაცხადეს კომპანია BioNTech-ში.

როგორც BioNTech-ის გენერალურმა დირექტორმა, უგურ შაჰინმა აღნიშნა, აშშ-ში გადაუდებელ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენებაზე განაცხადის შეტანა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოს მოსახლეობისთვის.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვაქცინის გამოყენება აშშ-ში რისკ-ჯგუფებს შორის უკვე წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.

Pfizer-ისa და BioNTech-ის ვაქცინის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატის ეფექტიანობა 65 წელს გადაცილებულებს შორის 94%-ს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი გზავნილია სტაბილურობა, მშვიდობა, სწრაფი განვითარება, ვინც ამ კომპონენტებს არ შეუერთდება ხვალ და ზეგ გარიყული იქნება პოლიტიკური ველიდან
Next post ვაჟა სირაძე: ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია