ექსკლუზივი-მზის პირველი ელექტროსადგური ტბაზე

Read Time:39 Second

მზის ელემენტების პანელები, რომლებსაც მნათობის გადაადგილების
მიმართულებით შეუძლიათ ბრუნვა ჰოლანის სიმაღლეებზე მდებარე
ხელოვნურ ტბაზე დამონტაჟდა. ეს მცურავი მზის ელექტროსადგური
ისრაელის კომპანია XFloat Ltd შექმნა. სადგური 0,3 ჰექტრის
ფართობს იკავებს და 300 კვ ენერგიას გამოიმუშავებს საათში.
პროექტის სრულმა ხართაღრიცხვამ 1.3 მილიონი შეკელი შეადგინა.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წყლის სარკეზე განლაგებული
პანელები არეკლილ სინათლის სხივსაც იყენებენ ელექტროენერგიის
გამოსამუშავებლად და ამის გამო 10 პროცენტით უფრო მეტ ენერგიას
გამოიმუშავებენ, ვიდრე ანალოგიური ელემენტები, რომლებიც
სახურავებზე და მინდვრებშია დამონტაჟებული.
ახალ ობიექტს ექსპლუატაციას კომპანია Golan Solar (კონცერნი Golan
Water Corporation). მათ ამ დროისათვის ალტერნატიული ენერგიის
გამოყენებით 6 დიდი პროექტი განახორციელეს და გამომუშავებულ
სიმძლავრეს 3.500 საოჯახო მეურნეობა მოიხმარს.
ტბაზე განთავსებული ენერგოსისტემის მიერ გამომუშავებული
ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი
ფერმერული მეურნეობებია. დღეისათვის, სისტემა წყლის სარკის
მხოლოდ მცირე ნაწილზეა განთავსებული და პერსპექტივაში მისი
გაფართოებაა დაგეგმილი.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმიდან.
ფოტო: XFloat Ltd.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა, ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე, სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული
Next post ჯანმოს დირექტორი: სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება