ჯანმოს დირექტორი: სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება

Read Time:48 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება.

ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოსვლა შესაძლებელია, თუ სტრატეგიები და ინსტრუმენტები, როგორიცაა ტესტირება და ვაქცინები, ყოვლისმომცველად იქნება გამოყენებული.

„მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია. შეგვიძლია დავასრულოთ Covid-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია ან საუბარი პანდემიის დასრულებაზე, რადგან მსოფლიოში ამჟამად იდეალური პირობებია შექმნილი სხვა ვარიანტების გაჩენისთვის, მათ შორის უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტებისთვის“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, პანდემიის მწვავე ფაზის დასასრულებლად ქვეყნებმა ვაქცინის უთანასწორობას უნდა ებრძოლონ, ვირუსი და მისი ვარიანტები აკონტროლონ და შეზღუდვის ადაპტირებული ზომები მიიღონ.

„მართალია, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსთან ერთად ვიცხოვრებთ, თუმცა კორონავირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მას თავისუფლება უნდა მივცეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ დაახლოებით 50 000 ადამიანი ყოველ კვირას განკურნებადი დაავადებისგან იღუპება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექსკლუზივი-მზის პირველი ელექტროსადგური ტბაზე
Next post უკრაინის საგარეო უწყება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვებაზე გადაწყვეტილებას გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს