შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა, ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე, სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული

Read Time:40 Second

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უპირველეს ყოვლისა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მისი თქმით, დასავლეთის ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახალი ომი არ დაუშვან.

„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში. აქ მნიშვნელოვანია და კრიტიკული დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პარლამენტში ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად
Next post ექსკლუზივი-მზის პირველი ელექტროსადგური ტბაზე