ეს ინფექცია ყველა ადამიანს იპოვის, ვისაც იმუნური ფარი არ ექნება – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ აფრთხილებს

Read Time:33 Second

როდის უნდა ველოდოთ საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღის პიკს – მდგომარეობა საგანგაშოა, თუ ინფიცირების მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, ნოემბერში კლინიკები პაციენტებს ვეღარ მიიღებენ, ამას სპეციალისტები პროგნოზირებენ და მოსახლეობას ისევ ვაქცინაციის აუცილებლობაში არწმუნებენ.

“ციფრები ვერ განულდება და მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ ჰქონდეს ტალღისებური მიმდინარეობა, რაც როგორც ცუნამი, არ დაარტყამს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. მზარდი ციფრები ჰოსპიტალური სექტორის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს. ყველა ადამიანს, რომელსაც არ ექნება იმუნური ფარი, გადატანილი და შეძენილი იმუნიტეტი, ინფექცია იპოვის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ალტერნატივა გვაქვს ან სწრაფად დავასრულოთ პანდემია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, ან დაუსრულებლად გავაგრძელოთ ტალღების თვლა, რომელსაც მინიმუმ რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება,”- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა
Next post ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს