ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს

Read Time:27 Second

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით, იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალს ესწრება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამბასადორიალზე ელისო ბოლქვაძე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს.

იუნესკოს ამბასადორიალის ფარგლებში ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეაზე, სადაც განიხილეს საზოგადოებაში ხელოვნების და კულტურის როლის მნიშვნელობა, კულტურული დიალოგი – მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი გზავნილი კაცობრიობას .

ასამბლეაზე ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ოკეანის დაცვა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე, ამბასადორიალის ფარგლებში პარიზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საქართველოს, როგორც იუნესკოს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყნის, აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს ინფექცია ყველა ადამიანს იპოვის, ვისაც იმუნური ფარი არ ექნება – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ აფრთხილებს
Next post ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უკიდურესად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი არ ჰყავთ