ერთერთი მაღაზია საქართველოში პირველ iPhone XS Max-ს 35,000 ლარად გაყიდის

Read Time:58 Second

Apple-მა სამი ახალი სმარტფონი iPhone XS და iPhone XS Max და iPhone XR წარადგინა. მათგან ყველაზე ძვირადღირებული მოდელის iPhone XS Max-ის ფასი აშშ-ში $1099-დან დაიწყება.

საქართველოში ახალი თაობის სმარტფონები რამდენიმე დღეში გამოჩნდება, Apple-ის პროდუქტების ერთერთი მაღაზია iPlus-ი საქართველოში პირველ iPhone XS Max-ს საბაზროზე მრავალჯერ ძვირადღირებულ ფასად – 35,000 ლარად გაყიდის, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა საქმიან დილაში განაცხადა. დანარჩენი მოდელების ღირებულება ამაზე რამდენჯერმე დაბალი იქნება.

iPhone XS-ი 2017 წელს გამოსული iPhone X-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და ის წინა წელს არსებული მოდელის მსგავსად $999 ღირს, iPhone XS Max შედარებით უფრო დიდი ზომის სმარტფონია. ეს Apple-ის მიერ გამოშვებული ყველაზე ძვირადღირებული iPhon-ია.

ძვირადღირებულ ფლაგმანებთან ერთად, Apple-მა წარადგინა შედარებით ბიუჯეტური მოდელიც iPhone XR-ი. მისი ღირებულება $749-დან იწყება. ახალი სმარტფონი ასევე iPhone X-ის ძირითადი დიზაინის მატარებელია, თუმცა მისგან განსხვავებით, არ აქვს ორმაგი შუშის კორპუსი, რაც ბოლო რამდენიმე წელია პრემიალური მოდელების ერთერთი ძირითადი მახასიათებელია. ამასთანავე iPhone XR-ს ფლაგმანებისგან განსხვავებით არ აქვს OLED ეკრანი, ის შედარებით ტრადიციული LCD ეკრანით არის აღჭურვილი. ერთერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სხვა მოდელები მასთან შედარებით ძვირია, არის OLED ეკრანები, რომელთაც Apple ამ ტიპის ეკრანების მთავარი მწარმოებლისგან Samsung-ისგან ყიდულობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “როგორ უნდა სცემო სწორად ცოლს”- (ინსტრუქცია მუსლიმან ქმარს, შარიათის მიხედვით)
Next post