ერდოღანი-მსოფლიოს ყირიმში შეჭრაზე, რომ რეაგირება ჰქონოდა, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა

Read Time:1 Minute, 3 Second

„2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე მსოფლიო საზოგადოების არასაკმარისმა რეაქციამ გამოიწვია რუსეთის ამჟამინდელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთელმა დასავლეთს და მთელ მსოფლიოს 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ ხმა რომ ამოეღო, დღევანდელი სურათის წინაშე დავდგებოდით?

მაგრამ ისინი, ვინც ყირიმის ოკუპაციისას დუმდნენ, უკვე რაღაცას ამბობენ.

მოქმედებს თუ არა სამართლიანობა ამ სამყაროს ერთ ნაწილში და უვარგისია მეორეში? როგორი სამყაროა ეს? სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ არ გამოავლინა საჭირო მგრძნობელობა და არ გასწია საჭირო მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ არსებული რუსული აგრესიის აცილება შეიძლებოდა, იმ შემთხვევაში, თუ მანამდე მსოფლიო დიპლომატიურ ინსტრუმენტებს უფრო ეფექტურად გამოიყენებდა.

„უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვდგავართ პრობლემების დამანგრეველი და მტკივნეული შედეგების წინაშე, რომლებიც შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური გზით, თუ დროულად გამოვლინდება ძლიერი ნება.

როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს სახლებს, შიშითა და შფოთვით სავსე ბავშვებს, ნანგრევებში ჩავარდნილ ქალაქებს, უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს, ჩვენი მწუხარება იზრდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაამწვავა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ლტოლვილებს უკავშირდებოდა.

„ხმელთაშუა ზღვის ლურჯი წყლები თითქმის 25 000  მოგზაურის საფლავი გახდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლტოლვილთა რიცხვი გაორმაგდა და 85 მილიონს მიაღწია. ბოლო 15 დღის განმავლობაში 2 მილიონი უკრაინელი,  ლტოლვილი გახდა“, – განაცხადა ერდოღანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ
Next post რუსეთს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია – აშშ