ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ

Read Time:24 Second

საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაეროს რეზოლუციის ინიციატორი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​განუცხადა.

„ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან ავიცილოთ ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა ქნირშმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: რუსეთი დანაშაულებში მხილებულია-„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა იმ მტკიცებულებების სათანადო ფორმით წარდგენა, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა
Next post ერდოღანი-მსოფლიოს ყირიმში შეჭრაზე, რომ რეაგირება ჰქონოდა, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა