ეპიდემიოლოგები 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ

Read Time:28 Second

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ შემოდგომიდან საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება.

„ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 12 წლის ასაკიდან მოზარდების აცრა, ჩვენთანაც უკვე მიმდინარეობს ამაზე აქტიური მსჯელობა. იმედი მაქვს, რომ შემოდგომიდან ეს პროცესი დაიწყება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბავშვები ხშირად აგენერირებენ ინფექციას, როდესაც სოციალური აქტივობით არიან დაკავებულები.

„თუ გვინდა ბავშვები დავაბრუნოთ სკოლასა თუ ბაღში, აუცილებელია, რომ ბავშვების იმუნიზაციის საკითხი დადგეს. ჯანმოში ჯერ არ არის გამოცხადებული „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების მიზანშეწონილობა დაბალ ასაკობრივ ჯგუფში. შემოდგომისთვის ბავშვების აცრა აუცილებელია და მხარს დავუჭერ ამის დაწყებას“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: სახალხო დამცველი გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით – დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, არჩევნები არ ჩავატაროთ?
Next post საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის, ყოროლისთავის და კაპრეშუმის მოსახლეობას შევხვდი