იაგო ხვიჩია: სახალხო დამცველი გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით – დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, არჩევნები არ ჩავატაროთ?

Read Time:37 Second

სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით – დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, 10 წელი „ქოცებს“ ვუყუროთ და არჩევნები არ ჩავატაროთ? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე.

„რაც შეეხება საფრთხეებს, “კარდაკარის” ნაცვლად ჩვენ გააკეთეთ „ზუმდაზუმ“ კამპანია, სადაც ელექტრონულად ესაუბრებიან მოსახლეობას და მოუწოდებენ, რომ “კარდაკარზე” მისულ პოლიტიკოსებს კარი არ გაუღონ, რადგან ისინი არიან მთავარ რისკჯგუფში, უბნები აქვთ მოვლილი, ამიტომ მიუხურონ კარი და გამოაგდონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაგებით ეკიდება დროებით სიძნელეებს, სწორად აფასებს, რას ვაკეთებთ და უპირობოდ გვიჭერს მხარს
Next post ეპიდემიოლოგები 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ