ემანუელ მაკრონი – ევროპამ კრიზისის პირობებში, წესები უნდა შეცვალოს, უფრო მარტივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა უნდა გვქონდეს

Read Time:30 Second

ევროპამ „ფერმერთა კრიზისის“ პირობებში წესები უნდა შეცვალოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ევროპაში სასოფლო-სამეურნეო კრიზისს განვიცდით და ეს უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიაში, რუმინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში – ყველგან ვხედავთ ოპოზიციური მოძრაობების მნიშვნელოვან ზრდას. ომი აქ არის, სამყარო იცვლება, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მარტივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.

„მე უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ თავისუფალი ვაჭრობის, როგორი ფორმითაც ჩვენ ამას ვაკეთებდით 90-იან წლებში. ეს არის ზუსტად მერკოსურის მოდელი. ევროპული ბაზარი მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას ახდენს ჩვენი პროდუქციის ფასებზე და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ქმნის“,  – აღნიშნა მაკრონმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი, თვალები კი, ისევ ისე უცისკროვნდება, როგორც ბავშვობაში” – მეუფე შიო იუბილარია
Next post საქართველოში, 2023 წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა