„დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი, თვალები კი, ისევ ისე უცისკროვნდება, როგორც ბავშვობაში” – მეუფე შიო იუბილარია

Read Time:1 Minute, 10 Second

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე – მეუფე შიო მუჯირი პირველ თებერვალს იუბილარია. მისი მაღალყოვლადუსამღდელოესობა 55 წლის გახდა.

რეჟისორი გიო მგელაძე მეუფე შიოს კლასელი ყოფილა. მეგობრობა მალე ნათელმირონობას შეუცვლია. როგორც ის ამბობს, მეუფეს ბავშვობიდან წამოყოლილი თვალები და ღიმილი აქვს, რომელიც ცხოვრებას ვერ გადაუსხვაფერებია.

“პრაიმტაიმთან” მეგობარსა და ნათლიას გიო მგელაძე იხსენებს. 

გიო მგელაძე: მამა შიო (ელიზბარი) ჩემი კლასელი და ნათლიაა. მერვე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა და მან და ირაკლი კაკაბაძემ მომნათლეს.

საოცარი ურთიერთობა გვქონდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანი ჩემი ბავშვობიდან. ყველას უყვარდა. მანათობელი იყო. მშობლებიც ასეთი მანათობელი ჰყავდა და ბებია-ბაბუებიც. მამა, ძია მურაზი, გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონს ჰგავდა. ამ დროს, შინაგანად, ვლადიმერ ვისოცკი იყო. ფანტასტიკურ სიმღერებს წერდა. პროფესიით არქეოლოგი იყო.

ელიზბარი კი ყოველთვის კეთილი და სამართლიანი იყო. სწორი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. მართალი ადამიანია ბავშვობიდან.

განათლებული იყო თავიდან.

მერვე კლასიდან მუსიკალურ ათწლედში გადავიდა და შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. ჩელოზე უკრავდა. მასზე, როგორც ჩელოისტზე, ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონცერტებზე უკრავდა.

მერე ბერი გახდა. როდესაც შიო მღვიმის მონასტერში იყო, ვაკითხავდი და იქ ვრჩებოდი. ის გახდა ჩემი პირველი სულიერი დამრიგებელი, მრჩეველი. მეც გულახდილად ვუზიარებდი და ვუზიარებ ყველაფერს დღემდე. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ დამოკიდებულებებზე ვესაუბრებით. მაქვს ეს ფუფუნება, ის არის მეგობარი და ნათლია ერთად.

ბოლოს მისი წიგნის პრეზენტაციაზე ვნახე, თვე ნახევრის წინ. ქართველ თეოლოგზე და ჩვენს თეოლოგიაზე წიგნი გამოსცა.

თავმდაბალი ადამიანია. ისევ ძველებურად ვურთიერთობთ. თუმცა რიდი მაინც არის.

დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი და გაცისკროვნებული თვალები. ისევ ისე უცისკროვნდება თვალები, როგორც ბავშვობაში. რაც მთავარია, ის არ შეცვლილა…

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურორი მიხეილ ქირია გარდაიცვალა: “ძალიან უნდოდა სიცოცხლე, ძალიან უნდოდა, რომ მორჩენილიყო”
Next post ემანუელ მაკრონი – ევროპამ კრიზისის პირობებში, წესები უნდა შეცვალოს, უფრო მარტივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა უნდა გვქონდეს