ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ჩამოდის

Read Time:25 Second

ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება.  ბრიტანელმა მუსიკოსმა Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე Caesars Palace-ში გამართული კონცერტიდან ფოტო განათავსა.

მუსიკოსი წერს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე, სადაც Black Sea Arena-ზე მისი ორი შოუა დაგეგმილი, აპრილში ისევ Caesars Palace-ში დაბრუნდება.

ელტონ ჯონის ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, საქართველოში კონცერტები 30 ივნისსა და პირველ ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.

2017 წელს ელტონ ჯონმა კონცერტი 20 ქვეყანაში გამართა. ის საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, თუმცა 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო გადადო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იანვარში საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა 1859 განაცხადი შევიდა
Next post საგაზაფხულო არდადეგები ბაგა-ბაღებზე არ ვრცელდება