იანვარში საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა 1859 განაცხადი შევიდა

Read Time:30 Second

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა 1859 აპლიკაცია შევიდა. ინფორმაცია პირველმა არხმა თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოდან მიიღო.

როგორც  თავშესაფრის მინიჭების ევროპულ სააგენტოში აცხადებენ, ეს არის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ.

ევროპული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან აპლიკანტების რაოდენობა 2017 წლის სექტემბრიდან გაიზარდა. 2018 წლის იანვრის მონაცემები კი, 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

სააგენტოს ცნობით, იანვრის მონაცემებით, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნების ექვსეულშია სირიის, ერაყის, ავღანეთის, ნიგერიისა და პაკისტანის შემდეგ.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, სულ  ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა 53 175 განაცხადი შევიდა, რაც 8%-ით მეტია 2017 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით. სამიდან ერთი აპლიკანტი სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ნიგერიიდან და პაკისტანიიდანაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სახლთან ლგბტ თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
Next post ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ჩამოდის