ეკონომიკის მინისტრი: საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება – პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, სხვა ქვეყნებიდან ჩანაცვლდება

Read Time:32 Second

საქართველოში პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლებადია სხვა ქვეყნებით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქროონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან აქვს წვდომა. ხორბლის მინიმუმ 2 თვის მარაგი კი ქვეყანას მუდმივად აქვს.

„ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ჩვენ გარკვეული მარაგი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი. საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა. საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყნიდან: უკრაინა და ყაზახეთი. თუ არ იქნება რუსული ხორბალი, დღეისათვის ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა. ასევე, საქართველო პერიოდულად იღებს ამერიკულ ხორბალს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს მეორე საერთაშორისო სასამართლოა, რომელმაც დაადასტურა ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივი დარღვევა რუსეთის მხრიდან
Next post კადიროველებმა 12 დაჭრილი რუსი დახვრიტეს – უკრაინული მხარე