ეკა კვესიტაძე: თუ ვინმე “იმედის”, ან “POST TV”-ის რომელიმე თანამშრომელს გამარჯობას ეტყვით და დაელაპარაკებით, ზუსტად მათსავით თანამონაწილე იქნებით მათი ღალატის და ათასგვარი ამორალური სიბინძურის!

Read Time:48 Second

“თუ ვინმე იმედის ან პოსტ ტვ-ის რომელიმე თანამშრომელს გამარჯობას ეტყვით და დაელაპარაკებით – ვაიმე, რა ვქნა ნათესავია, ბავშვობის მეგობარია, კოლეგაა და ასე შემდეგ, ზუსტად მათსავით თანამონაწილე იქნებით მათი ღალატის და ათასგვარი ამორალური სიბინძურის! ზუსტად ასეა” – ამის შესახებ ტვ “მთავარი არხის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კონკრეტული ტელეკომპანიების მიერ გაზიარებულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ “ფეისბუქ” სტატუსს, სადაც კონკრეტული პირი აცხადებს, რომ პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გორში მან სცემა:

მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის – ამის შესახებ სოსო მაისურაძე სოციალურ ქსელში, მისი მეგობრის ფეისბუქ გვერდზე წერს.

მისი თქმით, არსად დამალვას არ აპირებს და არის გორში, თავის მეგობართან.

„მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს…

არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“ – წერს სოსო მაისურაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახეთს კვლავ სტიქია უტევს – სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ამჯერად საგარეჯო დააზარალა
Next post ზაალ ანჯაფარიძე: ცუდია და საგანგაშო, რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე, რა დარჩენია მეორე მხარეს?