ზაალ ანჯაფარიძე: ცუდია და საგანგაშო, რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე, რა დარჩენია მეორე მხარეს?

Read Time:40 Second

კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერზე გორში განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ბორჯობში ამავე პარტიის მიერ დაგეგმილი სემინარის დაპირისპირების ფონზე ჩაშლის ფაქტს.

“როდესაც ამ დილით სტატუსი დავწერე ფასეულობათა კონფლიქტზე, ჯერ კიდევ არ მქონდა გაგებული გირჩი ჯაფარიძის გალახვაზე, ბორჯომში ხალხის პროტესტზე “დემოკრატიის სასწავლად” დაგეგმილ ახალგაზრდების ტრენინგის გამო, ასევე თსუ-ში სტუდენტების დაპირისპირებაზე, რუბლების მსროლელებთან, თითქოს მათი შეფინია არ იღებდეს მილიონობით ტკიცინა რუბლებს, პირდაპირ მოსკოვიდან.

ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ როგორც ჩანს გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცეები დაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire.

ცუდია და საგანგაშო, რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე, და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს? კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა კვესიტაძე: თუ ვინმე “იმედის”, ან “POST TV”-ის რომელიმე თანამშრომელს გამარჯობას ეტყვით და დაელაპარაკებით, ზუსტად მათსავით თანამონაწილე იქნებით მათი ღალატის და ათასგვარი ამორალური სიბინძურის!
Next post დავით ბერძენიშვილი: “ჩვენს პატრიარქს ერჩიან”, “ერეკლე პაპას გვილანძღავენ”, “გვაპიდარასტებენ”, “გარეჯი საქართველოა” და ა.შ. – მთავარია, გამოიგონო მტერი და მერე მიუსიო მანქურთები…მაინც წააგებენ!