ეკატერინე ტიკარაძე: ძალიან მალე დასრულდება ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა – შემდეგი კვირიდან, საზოგადოება მათ აქტივობას ნახავს

Read Time:37 Second

„არაერთი ტრენინგი ჩატარდა. ძალიან მალე დასრულდება ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა. ძალიან დიდი იმედი, მაქვს, რომ ისინი დროულად დაასრულებენ ყველა იმ სამუშაოს, რომელიც მათთვის მითითებული იყო და შემდეგი კვირიდან, საზოგადოება მათ აქტივობას ნახავს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ვაქცინაციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, უწყება აქტიურად მუშაობს ყველა საჭირო სერვისის მაქსიმალურად უზრუნველყოფაზე.

„ჩვენ დავინახეთ, რომ რეგიონებშიც გაიზარდა ვაქცინებზე მოთხოვნა, თუმცა, სამწუხარო ფაქტის (ავტ. ექთნის გარდაცვალება) შემდეგ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დედაქალაქის მიმართ სანდოობა და ჩვენ ვარეგისტრირებთ არაერთ ისეთ მოქალაქეს, რომელიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდის და თბილისში იცრება. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია თბილისის გაძლიერება. ასევე, დასრულებულია მუშაობა საკომუნიკაციო კამპანიაზე. მსოფლიო ბანკთან ერთად, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც გარკვეულ პრეზენტაციებს ველოდებით, რათა მასობრივი ვაქცინაციისთვის, დროულად უზრუნველვყოთ საჭირო ინფორმაციის მიწოდება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“ ვერ იცავს, სრულყოფილი არ არის
Next post თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა