ეკატერინე ტიკარაძე: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“ ვერ იცავს, სრულყოფილი არ არის

Read Time:48 Second

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“ ვერ იცავს, სრულყოფილი არ არის, რადგან მეცნიერებს კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის დამარცხებისთვის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა რეგულაციების დაცვა ასევე აუცილებელია.

„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ვერ იცავს მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“, სრულყოფილი არ არის, რადგან მეცნიერებს კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღია ვირუსის დამარცხებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, რათა დაცული იყოს. ასევე, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებასა და ყველა იმ რეგულაციის დაცვას, რომელიც მეცნიერების, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ინფექციის პირველი დღიდან იყო მოწოდებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, კვლავ მოუწოდებენ მოსახლეობას, დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში მათი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

მინისტრის განმარტებით, რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, იანვარში დამტკიცდა ვაქცინაციის კალენდარი და მესამე კვარტალში, ანუ მომავალი თვიდან მზად არიან, ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა პროექტები განხორციელდა თბილისში სპორტისა და კულტურის მიმართულებით
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ძალიან მალე დასრულდება ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა – შემდეგი კვირიდან, საზოგადოება მათ აქტივობას ნახავს