თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა

Read Time:36 Second

თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლში შეიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ:

სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ერთი წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია, მაგრამ 14 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ორი წევრი; ხოლო, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 14 ათასზე მეტია, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს სამი წევრი.

კომიტეტმა, დღეს კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენისთვის განიხილა, მანამდე მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისთვის გადადებულ 140-ე მუხლში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: ძალიან მალე დასრულდება ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა – შემდეგი კვირიდან, საზოგადოება მათ აქტივობას ნახავს
Next post გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემები არსებობს, ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთ