ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები

Read Time:38 Second

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოების და ყველას მხრიდან შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს მიეცეთ ბავშვებთან მშვიდად მუშაობის საშუალება.

მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ზრუნვის სააგენტოს, „იუნისეფის“ „ვორლდ ვიჟენის“ და საპატრიარქოს აქტიური ჩართულობით.

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მიმდინარეობს დამატებით კიდევ გაცნობა ყველა იმ საჭიროებაზე, რაც ნინოწმინდაშია.

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, რაზეც არაერთი შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცა
Next post კახა კალაძე დედაენის ბაღზე: როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ ქალაქს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე დაემატა