კახა კალაძე დედაენის ბაღზე: როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ ქალაქს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე დაემატა

Read Time:56 Second

დასრულდა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გასული წლის თებერვალში დაიწყო და ჯამში 20 მლნ 100 ათასი ლარი დაჯდა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდა ამ ტერიტორიის, სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარდა ყველა სახის სამუშაო, ეს იქნება მიწისქვეშა თუ მიწისზედა კომუნიკაციების შეცვლა, გამწვანება, საგზაო სამუშაოები, ხიდების ბურჯების გამაგრება, განათება, მხატვრული მინათება, ადგილობრივ მოვაჭრეთათვის სავაჭრო სივრცეების მოწყობა და ა.შ.

„როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ ქალაქს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე დაემატა. ეს ორი პარკი ერთმანეთს გვირაბით უკავშირდება და ერთი დიდი სივრცე გამოდის.

ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიის რეაბილიტაცია. ამ პროექტით შეიქმნა ვრცელი ტურისტული მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს ახალ აღმაშენებელს და ახალ ორბელიანს, რომელიც თავის მხრივ, გუდიაშვილის მოედანს და ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სხვა ქუჩებს უკავშირდება.

ვფიქრობ, ეს და მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად ცვლის როგორც მიმდებარე კერძო საკუთრების ღირებულებას, ასევე, ზრდის დასაქმების, ახალი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას ადგილობრივებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დღეს საღამოს 20:00-ზე კონცერტი გაიმართება, სადაც გელა გნოლიძე და „ღამის შოუს“ ბენდი იქ მისულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემენ, რომ განიტვირთონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები
Next post გივი მიქანაძე: ბოლო დღეებში საზოგადოებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა იხილა