ქუთაისში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცა

Read Time:27 Second

დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება. დღეს ქუთაისში ბინების გასაღებები დევნილ ვეტერანთან 60-მა ოჯახმა მიიღო. ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაუცველების მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

„მიხარია, რომ დღეს ასეთი პოზიტიური ღონისძიებით ვუბრუნდები ჩემს სამუშაო გარემოს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, როდესაც ხედავ, თუ რამდენი ოჯახის დახმარება შეგიძლია და დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან წელს დევნილთა სააგენტომ ახალი ინიციატივა დანერგა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა ვეტერანი დევნილი მოქალაქეებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, გადავცეთ საცხოვრებელი ბინები და სწორედ ეს ღონისძიება არის დღეს“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი: საერთაშორისო პარტნიორების თითოეული განცხადება ჩვენი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია
Next post ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები