ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს

Read Time:46 Second

„ჯერჯერობით არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და ეს სტაბილიზაცია არ ნიშნავს, რომ შეიძლება ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებაში, რადგან თითოეული თამამი ნაბიჯი შეიძლება გაცილებით მეტი დაგვიჯდეს ადამიანებისთვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ზაფხულში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიჩინა გარკვეული დათმობა ეკონომიკის საჭიროებიდან და გარკვეულწილად მოქალაქეების სურვილიდან გამომდინარე და მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა.

„დღეს უფრო პრინციპულები ვართ, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებთან გააჩნია, სამაგალითოა
Next post კახა კუჭავა: მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული