კახა კუჭავა: მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული

Read Time:1 Minute, 38 Second

ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარ ტინი კოქსს, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

„ჩატარებული არჩევნები გამორჩეული იყო კოვიდ პანდემიის გამო – მთავრობებს მთელს მსოფლიოში, მოუწიათ ჯანდაცვის გაზრდილი რისკების ახალ რეალობასთან ადაპტირება ისე, რომ დემოკრატია არ დაზიანებულიყო.

საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა არჩევნები შესაბამისობაში ყოფილიყო საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან, მათ შორის, უზრუნველყო აუცილებელი სანიტარული ზომების განხორციელება საარჩევნო უბნებზე, ისევე, როგორც არსებული კანონმდებლობის კორექტირება, რათა კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამისთვის გამოყოფილი იყო 127 სპეციალური უბანი, გადასატანი საარჩევნო ყუთით.

ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ მეტწილად პოზიტიურ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“.

მიუხედავად ამისა, გამოვლინდა რიგი ხარვეზებისა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ბატონი კოქსის ანგარიშს და ვადასტურებთ მზადყოფნას, რათა ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ ხარვეზებზე, რომელიც მისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. მათ შორის, ყურადღება იქნა გამახვილებული საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო მონიტორების ინტერესის საგანია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით მათგან კონკრეტული რეკომენდაციების მიღებას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აგრძელებენ მოწოდებას ქართული ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ; ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უარს არ იტყვიან საპარლამენტო მანდატებზე, რომელიც მათ 800,000-მა ამომრჩეველმა მისცა და დემოკრატიულ პროცესებს ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანენ. იმიტომ, რომ ამ დრომდე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც არჩევნების შედეგები შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

მცირედი გაუგებრობა მოჰყვა პარალელური დათვლას, რაც ოპოზიციის მხრიდან ბრალდებების მთავარი არგუმენტი გახდა, თუმცა, თვენახევრის შემდეგ, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ აღიარა PVT შედეგებთან დაკავშირებული ხარვეზი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წელს ჩატარდება და ჩვენი პოლიტიკური პარტია მზად არის, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს რეკომენდაციების განხილვა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესის სტანდარტების გაუმჯობესება“, – განაცხადა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს
Next post ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს