ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებთან გააჩნია, სამაგალითოა

Read Time:47 Second

ესაა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, გარდა იმ საკითხებსა, რომელიც განხილული იქნება ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პირობებში, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ შეხვედრებს მართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ჩვენ გვექნება შეხვედრა, როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან. ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. ესაა უმაღლესი დონის ვიზიტი, სადაც ჩვენ გვაქვს რწმუნება იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პროგრესი გვაქვს მიღწეული და იმ გეგმებზე, რომელსაც ერთად განვახორციელებთ.

ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპულ ინსტიტუტებთან არის სამაგალითო. რაც აჩვენებს იმას, თუ რისი მიღწევა შეიძლება ერთობლივი მუშაობით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 25-29 იანვარს ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვას პარლამენტი 27 იანვარს დაიწყებს
Next post ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს