ეკატერინე ტიკარაძე: დასადგენია, რამდენად ადეკვატური იყო მეგი ბაქრაძესთან კომუნიკაცია აცრამდე და როგორ იყო შევსებული კითხვარი

Read Time:29 Second

უნდა დავადგინოთ, რამდენად ადეკვატური იყო მეგი ბაქრაძესთან კომუნიკაცია და როგორ იყო შევსებული კითხვარი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით, როდის გასაჯაროვდება ჯანდაცვის სამინისტროსთვის დასკვნა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძეს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, მე მედიიდან შევიტყვე. დღეს მე მივალ სამინისტროში, შეიკრიბება პროფესიონალთა ჯგუფი და ვიმსჯელებთ ამ მიმართულებით. რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას ზუსტი მიზეზების დასადგენად და პროფესიული საბჭოს ფორმატში გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ შემდეგში. პაციენტის ჩივილის დაფიქსირება მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა დავადგინოთ, რამდენად ადეკვატური იყო პაციენტთან კომუნიკაცია და როგორ იყო შევსებული კითხვარი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მანამდე ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მეგი ბაქრაძეს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია
Next post შესაძლებელია თუ არა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს – ამირან გამყრელიძის განმარტება