შესაძლებელია თუ არა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს – ამირან გამყრელიძის განმარტება

Read Time:30 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია და ასეთად დარჩება.

„ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა. ზოგადად, ვალდებულებას ადგენს კანონი. მაგალითად, ჩვენთან სავალდებულოა, რომ მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის ისინი, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, B ჰეპატიტზე უნდა აიცრნენ. ასევე, გარკვეული ვალდებულებაა წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციისკენ. ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: დასადგენია, რამდენად ადეკვატური იყო მეგი ბაქრაძესთან კომუნიკაცია აცრამდე და როგორ იყო შევსებული კითხვარი
Next post ლევან იოსელიანი: ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს ბარიერის 3%-მდე დაწევას