ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია

Read Time:51 Second

Pfizer-ის ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის „ევექსის კლინიკა“.

მინისტრის თქმით, ჩამოვიდა ზუსტად იმდენი დოზა, რამდენსაც ელოდნენ – 29,500, რომელიც 14,000 ადამიანზე გადანაწილდება.

„როგორც იქნა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია, ის რაოდენობა, რასაც ველოდით, 29,500 ცალი, ამ დოზებს გამოვიყენებთ 14,000 პირისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის და პირველი ვაქცინის შემდეგ, 3-4 კვირაში მე-2 ვაქცინა კეთდება, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზებს გავყოფთ და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მე-2 ნაკადზე დალოდება და ამით ჩვენს მოქალაქეებს რისკი არ შეექმნებათ. მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის „ევექსის კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა
Next post ეკატერინე ტიკარაძე: დასადგენია, რამდენად ადეკვატური იყო მეგი ბაქრაძესთან კომუნიკაცია აცრამდე და როგორ იყო შევსებული კითხვარი